ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის შესასვლელში “ქართული ოცნების” პლაკატები გააკრეს.
აღნიშნული შენობა კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია შეტანილი.
“მსგავსი ტიპის შენობებზე პოსტერების, პლაკატების გაკვრა, განთავსება, დასჯადია კანონით. რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდება. სამაგიეროდ, როდესაც ანტისაოკუპაციო და რუსული კანონის წინააღმდეგ გაკრულ პოსტერებს “ქართული ოცნება” ხედავდა ბოძებზეც კი, მყისიერი რეაგირებით აჯარიმებდა ახალგაზრდებს”, – აცხადებს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კილაძე.
კომენტარები