მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

“ინფო იმერეთს” ადგილზე განუცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჯგუფები. პერიმეტრი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები