საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას ეხმაურება.
“ვინც როგორ არ უნდა აფასებდეს დღევანდელ მოვლენებს, ერთი ფაქტია, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა უკვე! და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა!
მშვიდობის ნაბიჯი ახლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება!” – წერს ზურაბიშვილი.
აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ობიექტები “მთლიანად განადგურდა“. ის ასევე დაემუქრა ირანს ახალი თავდასხმებით.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა “გააკეთა ის, რაც სხვა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო” და მადლობა გადაუხადა ტრამპს.
კომენტარები