მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარიული მდგომარეობა და თანამშრომლების დაბალი ხელფასი”, – რა ხდება ქუთაისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში

“მძიმე ინფრასტრუქტურული და სანიტარიული მდგომარეობა და თანამშრომლების დაბალი ხელფასი”, – რა ხდება ქუთაისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა დაათვალიერა და დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს კლინიკის ფიზიკური გარემო, პაციენტთა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, ეზო, გაესაუბრნენ პაციენტებს, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარიულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

კომენტარები