2024 წლის ნოემბერში ოჯახური ძალადობის ფაქტზე 222 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, დაზარალებულად იქნა ცნობილი 290 პირი, მათ შორის 71 არასრულწლოვანი, – ინფორმაციას “საქსტატი” სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში გაუპატიურების ფაქტზე 7 შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა დაზარალებულად იქნა ცნობილი 6 პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანია.
გარყვნილ ქმედების ფაქტზე 3 დაზარალებულია, სამივე არასრულწლოვანი.
კომენტარები