მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული ორი პირი დღეს ქუთაისში დაკრძალეს

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული ორი პირი დღეს ქუთაისში დაკრძალეს

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი პირი, ერთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ქუთაისში დღეს დაკრძალეს.

6 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.

2 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

კომენტარები