აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა.
ინფორმაციას ონისე ცხადაძის ძმა სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ეს აქციების დროს დაკავებულთა მშობლების გარდაცვალების უკვე მესამე შემთხვევაა. 4 იანვარს გარდაიცვალა გური მირცხულავას მამა, 14 იანვარს – გიორგი ახობაძის დედა.
ონისე ცხადაძე გასული წლის დეკემბერში დააკავეს.
კომენტარები