“ორბელიანის ფონდი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ.
www.orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მისცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა.
ორბელიანის ფონდმა, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გამოაცხადა იდეების კონკურსს იმერეთის რეგიონში.
კონკურსის მიზანია იმერეთის რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.
ვცდილობთ ერთად დავეხმაროთ ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.
იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 25% სახალხო დაფინანსების საშუალებით, ხოლო 75% -ს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მიიღებენ. თითოეული ინიციატივისთვის დაფინანსება (75%) წარმოადგენს 6 000 ლარს.
იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს.
პლატფორმაზე ინიციატივები მრავალფეროვანია და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს – განათლება, ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, სტარტაპი, ცხოველებზე ზრუნვა, ხელოვნება და კულტურა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორბელიანი მეტის პლატფორმის საშუალებით 80 პროექტი განხორციელდა.
კომენტარები