მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ასამბლეა – ქუთაისი” დაფუძნდა

ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ასამბლეა – ქუთაისი” დაფუძნდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ასამბლეა – ქუთაისი” დაფუძნდა.

“სიმბოლურია, რომ დღეს, 26 მაისს, დაფუძნდა “საზოგადოებრივი ასამბლეა – ქუთაისი”. დღეს, როდესაც ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას საქართველო: ავირჩევთ ევროპულ გზას, ვისთანაც გვაკავშირებს ჩვენი ღირებულებითი და ფასეულობითი ერთობა, თუ გავხდებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გუბერნია. სწორედ 26 მაისი არის ის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ ჯეროვნად გამოხატავს, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეა”, – განაცხადა ასამბლეის დამფუძნებელმა მაკა ხეცურიანმა.

დაფუძნების დღესვე ასამბლეის წევრებმა პირველი ინიციატივა გააჟღერეს – ისინი ითხოვენ, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ორგანიზაცია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით.

ადგილზე გაიმართა დისკუსია ქუთაისის როლის შესახებ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტში.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, “საზოგადოებრივი ასამბლეა – ქუთაისი“ იქნება პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებრივ განხილვებს ქვეყნის განვითარების საკითხებზე.

მათივე თქმით, ასამბლეა ქუთაისელებს მისცემს საშუალებას, მეტად აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

კომენტარები