მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ორ თვეზე მეტია, ქუთაისში ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ორ თვეზე მეტია, ქუთაისში ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისში პროტესტის 62-ე დღეს, მოქალაქეები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოთხოვნები ისევ უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.

აქციის მონაწილეების თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული და ძალაუფლებას ჩამოშორდეს.

მათივე თქმით, ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ეს აუცილებელია.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები