ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
ევროპული მომავლის მცველები პროტესტის 51-ე დღესაც ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
მათი თქმით, “ოცნებას” ტყუილად აქვს იმედი, რომ ხალხი დაიღლება, ამიტომ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ოცნება” ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კი ქვეყანას აზიანებს.
კომენტარები