ქუთაისში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ.
ქალაქის ცენტრში ხალხმრავლობაა, ადამიანები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ჩამოყვანილი ადამიანების ნაწილი თვინთებურად გაუხსნელ ბულვარში შევიდა და მცენარეების ჩრდილს შეაფარა თავი.
ჩამოყვანილი ადამიანების ნაწილი სავაჭრო ცენტრებში გაიფანტა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფეხით მსვლელობაში მონაწილეობენ.
“ბიბლიოთეკარი ვარ ზესტაფონიდან, ჩამოვედი, მაგრამ სიარული ვერ შევძელი და კი ჩამოვისვენე აგერ”, – უთხრა “ინფო იმერეთს” ერთ-ერთმა.
ქალაქის ქუჩები პარალიზებულია, სატრანსპორტო საშუალებები დგას ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე.
კომენტარები