მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლიტიკური სუბიექტურობა და დემოკრატიის უკუსვლა – საჯარო საუბარი ქუთაისში უწყვეტი პროტესტის ფონზე

პოლიტიკური სუბიექტურობა და დემოკრატიის უკუსვლა – საჯარო საუბარი ქუთაისში უწყვეტი პროტესტის ფონზე

“პოლიტიკური სუბიექტურობა და  დემოკრატიული უკუსვლა ავტორიტარიზმში”, – ამ თემაზე ქუთაისში საჯარო საუბრები გაიმართა.

მომხსენებელი უწყვეტი პროტესტის მონაწილე სოფო ბასილაძე იყო, აუდიტორია კი პროევროპული აქციის მონაწილეები იყვნენ.

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ევროპული მომავლის მცველები 170 დღეა, ახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები