ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ მოინახულა.
ადვოკატის თქმით, არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
როგორც ვალერი თევდორაძე “ინფო იმერეთთან” განაცხადა, პოლიცია თავდაპირველად მირიან ბერულავას ფეისბუკსტატუსით დაინტერესდა.
“ეს ამბავი რომ მოეყოლათ, ალბათ, არც დავიჯერებდით, მაგრამ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი ხდება. მირიანთან დღეს სახლში მივიდნენ გეგუთის პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ სურდათ, გამოკითხვისთვის გადაეყვანათ გეგუთის პოლიციაში. მირიანიც გაჰყვა მათ და საუბრის დროს, მან თქვა, რომ არ ენდობა სისტემას. ამ ადამიანებმა ჩასვეს მირიანი მანქანაში და გეგუთის პოლიციის ნაცვლად, წამოვიდნენ წყალტუბოში, სადაც მირიან ბერულავას უთხრეს, რომ დაკავებული იყო მათთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო. კითხვის საპასუხოდ, მას უთხრეს, რომ ფრაზა – “არ ვენდობი სისტემას”, სიტყვიერი შეურაცხყოფააო.
ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის გადაყვანილი იზოლატორში, ალბათ, ორ დღეს მოანდომებენ საქმის მასალების მოგროვებას და მერე წარადგენენ სასამართლოში.
ეს საოცრად უაზრო, საშინელი და სახიფათო პრეტენდენტია, პრაქტიკულად, ყველასთვის ცხადი, რომ აქ არავინ არავის კანონიერებას არ ჰპირდება, უბრალოდ, რასაც მოუნდებათ, იმას გაუკეთებენ ნებისმიერს”, – განაცხადა ადვოკატმა.
კომენტარები