პოლონეთში მკვლელობის მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ყოფილ ხელმძღვანელს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოკვლით და ჩაბეტონებით ემუქრებოდა.
საქართველოს მოქალაქეს ბრალდება უკვე წარუდგინეს და მას თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები