მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოსტმოდერნისტული ფენტეზი რეალური ცხოვრებიდან – ჟურნალისტ ეკა კუხალაშვილის სადებიუტო რომანი

პოსტმოდერნისტული ფენტეზი რეალური ცხოვრებიდან – ჟურნალისტ ეკა კუხალაშვილის სადებიუტო რომანი

“პრინცესა დრაკონის კუნძულიდან“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილია.

თანამედროვე ავტორის  სადებიუტო პოსტმოდერნისტული რომანი ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება.

წიგნში მოქმედება ზღაპრულ სამყაროში მიმდინარეობს, მაგრამ მოთხრობილი ამბავი აგვიღწერს ისეთ რეალისტურ ურთიერთობებს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, ამიტომ თამამად შეიძლება, რომ დიდების საკითხავ ლიტერატურადაც ჩაითვალოს.

“პრინცესა დრაკონის კუნძულიდან” ჰყვება ამბავს პატარა ქვეყანა დრაკეთის პრინცესაზე, მის ნაცარქექია ქვეშევრდომებზე, რომლებიც უცნაურად კი იქცევიან, სამაგიეროდ მათზე ბევრად ძლიერ მტერს ბოდიშს არ უხდიან.

წიგნის პრეზენტაცია “წიგნების თაობის“ სივრცეში შედგა, სადაც ჟურნალისტისა და მწერლის მეგობრები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ.

კომენტარები