ნიკორწმინდის ტაძარში ორი წელია, წყალი ჩადის, ზიანდება უნიკალური ფასადი და ხელოვნების ნიმუშები, თუმცა არც კულტურის სამინისტრო და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ რეაგირებს.
“2019 წელს დასრულდა ე.წ. რეაბილიტაცია ნიკორწმინდის უნიკალურ ტაძარზე, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პრობლემები. პრობლემები ეხება სახურავიდან ჩამოსულ წყალს, რომელიც აზიანებს უნიკალურ ფასადს და ნატიფ ხელოვნების ნიმუშს, რაც არის ნამდვილად ნიკორწმინდის ტაძარი.
ჩვენ ამის შესახებ პირველად 2023 წლის ზამთარში მივმართეთ სააგენტოს. მას შემდეგ სამჯერ ვიყავით მონიტორინგის მისიით და დავაფიქსირეთ მდგომარეობის გაუარესება, თუმცა სააგენტო არ უხვევს თემისგან არჩეულ კურსს, რაც გულისხმობს უნიკალური ძეგლების მიტოვებას უყურადღებოდ და ყველანაირი პრობლემების უარყოფას”, – აცხადებს “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
კომენტარები