მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პრომეთეს მღვიმეს 5 თვეში 57 307 ვიზიტორი ეწვია

პრომეთეს მღვიმეს 5 თვეში 57 307 ვიზიტორი ეწვია

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე იანვარ-მაისში შესრულებული ვიზიტების თითქმის მეოთხედი პრომეთეს მღვიმეზე მოდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 5 თვის მონაცემებით, მღვიმე უკვე 57 307 ვიზიტორმა მოინახულა, რაც დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს.

პრომეთეს მღვიმე ყოველწლიურად ათობით ათას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს.

5 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

კომენტარები