ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
პროტესტის 48-ე დღეს ევროპული მომავლის მცველები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მათ მერიასთან დროშის სადგარი მიიტანეს, სიმბოლურად დროშა აღმართეს და ჰიმნი შეასრულეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
კომენტარები