ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
68 დღეა, ქუთაისელები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, უსამართლოდ დაპატიმრებულები, პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ადამიანები, ძალოვნები ძალადობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, მედიის წარმომადგენლებზე, “ქართული ოცნება” კი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს და ქვეყანა დიქტატურისკენ უფრო სწრაფად მიჰყავს, ამიტომ პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს და თავისი სათქმელი ყველამ უშიშრად უნდა თქვას.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები