მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჟურნალისტი მირიან ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

ჟურნალისტი მირიან ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ამ წუთებში იზოლატორში მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვალერი თევდორაძეა შესული.

“ინფო იმერეთთან” საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, შეხვედრაზე ყველა დეტალს გამოიკითხავს თუ რა გარემოებაში მოხდა მისი დაკავება და ამის შემდეგ ისაუბრებს.

ადგილზე “ინფო იმერეთის” კორესპონდენტი იმყოფება და დამატებითი დეტალები უფლებადამცველის დროებითი იზოლატორის დატოვების შემდეგ გახდება ცნობილი.

მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები