მთავარიახალი ამბებისლაიდი

“რამდენიმე ათასი ადამიანი დაიძრება იმერეთიდან, რომ შეურთდეს აქციას”

“რამდენიმე ათასი ადამიანი დაიძრება იმერეთიდან, რომ შეურთდეს აქციას”

თბილისში ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, იმერეთიდან აქციაზე დასასწრებად რამდენიმე ათასი ადამიანი მოემგზავრება.

“დღე რამდენიმე ათასი ადამიანი დაიძრება იმერეთიდან, რომ შეურთდეს აქციას თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისათვის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისათვის. ჩვენ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, მწვავე და არავინ აპირებს დაშლას და უკან დახევას, ამ ბრძოლას ჩვენ მივიყვანთ გამარჯვებამდე”,- განაცხადა შუშანიამ.

რეგიონებიდამნ დედაქალისაკენ ავტომანქანების კოლონების ნაწილი უკვე მოემართება.

აქცია თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები