UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.
დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს, შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
მან ბრძოლის შემდეგ ტრამპთან შეხვედრა გაიხსენა.
“რამდენიმე სიტყვა ვუთხარი [ტრამპს]. დეტალურად არ ვიტყვი. ვახსენე საქართველო. ჩემი პატივისცემა დავუდასტურე, ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მოეწონა ჩემი ბრძოლა და რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად, ძალიან კარგი იყო”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.
კომენტარები