23 ნოემბერს, საქართველოში გიორგობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღესასწაულის მნიშვნელობას ადასტურებს, როგორც 23 ნოემბრისთვის მინიჭებული უქმე დღის სტატუსი, ასევე ისიც, რომ სახელი გიორგი, ისევე როგორც მისი რამდენიმე ვარიანტი საქართველოში ყველაზე პოპულარულია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 193 678 გიორგი ცხოვრობს. თუ გიორგისთან მომიჯნავე სახელებსაც აღვრიცხავთ, მაგალითად გოგას, გიგას, გიოს, გიას, ჟორას, გოგიტას და გოშას, ჯამში – 224 131 ადამიანზე ავდივართ. გამოდის, რომ გიორგი საქართველოს მოსახლეობის 5.2%-ს ჰქვია. თუ საქართველო მოქალაქე მამაკაცების მთლიან რაოდენობაში მათ წილს შევხედავთ, ეს რიცხვი 10.7%-ს შეადგენს.
კომენტარები