რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც.
ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება.
ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
რა არის დუფასტონი და როდის უნდა გამოიყენოთ ის
დუფასტონი (საერთაშორისო დასახელება: დიდროგესტერონი) პროგესტერონის სინთეზური ანალოგია.
დიდროგესტერონი პერორალური მიღებისას შერჩევითად მოქმედებს ენდომეტრიუმზე, რითაც პაციენტს ესტროგენებით გამოწვეული ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და/ან კარცინოგენეზის განვითარების რისკის ზრდას არიდებს. პრეპარატი დაგეხმარებათ მენსტრუალური ციკლის რეგულირებაში, ასევე, ენდომეტრიოზისა და დისმენორეის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დუფასტონს თქვენი ექიმი ძირითადად ჩამოთვლილი ჩვენებების არსებობისას დაგინიშნავთ:
● თუ გაწუხებთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
● ენდომეტრიოზი – დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა გარსის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება;
● დისმენორეა (ძალიან ძლიერ ტკივილი მენსტრუაციის დროს);
● ლუტეინის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;
● თუ საჭიროა ლუტეინის ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (დრტ);
● თუ პროგესტერონის დეფიციტის გამო დგახართ ნაყოფის დაკარგვის საფრთხის ქვეშ.
ასევე, შესაძლოა, დუფასტონი გამოიყენოთ ციკლურ რეჟიმში, ესტროგენული თერაპიის დამატებით ღონისძიებად საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენისას, პოსტმენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკისთვის და მეორეული ამენორეისას.
გახსოვდეთ, რომ სქესობრივ ჰორმონებს შეუძლიათ, გამოიწვიონ ქოლესტაზური სიყვითლე, ოტოსკლეროზი, პორფირია, ორსულების ჰერპესი, ძლიერი ქავილი – ეს მდგომარეობები, შესაძლოა, წარმოიშვას ან გაუარესდეს ორსულობის ან წინა ჰორმონალური მკურნალობის დროს.
უნდა გამოიყენოთ თუ არა დუფასტონი ორსულობისა და ლაქტაციის დროს?
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, უნდა მიიღოს თუ არა ჰორმონალურ ბალანსთან დაკავშირებული მედიკამენტი ადამიანმა, რომელიც ორსულად არის, ან ბავშვს ძუძუთი კვებავს.
დუფასტონით მკურნალობა მილიონობით ორსულ ქალს ჩაუტარდა, თუმცა პრეპარატის უარყოფით გავლენაზე მონაცემები არ არსებობს.
კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა ფარგლებშიც ქალების შეზღუდულ რაოდენობას ორსულობის ადრეულ ეტაპზე უტარდებოდა დიდროგესტერონით მკურნალობა, რაიმე სახით რისკის ზრდა ვერ გამოავლინა. არასასურველი ეფექტები, კვლევების მიხედვით, მხოლოდ ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზის მნიშვნელოვნად
გადაჭარბებისას წარმოიშობა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დუფასტონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორსულობის დროს, თუ არსებობს ჩვენება მისი გამოყენებისათვის და თუ ექიმიც ამის ნებართვას გასცემს.
რაც შეეხება ლაქტაციას, უცნობია, ხვდება თუ არა დუფასტონის აქტიური ნივთიერება დედის რძეში. სხვა პროგესტაგენების შესახებ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პროგესტაგენები და მათი მეტაბოლიტები დედის რძეში მცირე რაოდენობით მაინც ხვდება. ვინაიდან დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს ბავშვის ჯანმრთელობის შესაძლო რისკების შესახებ, ნუ მიიღებთ დუფასტონს ძუძუთი კვების პერიოდში.
ნუ მისცემთ საშუალებას არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს, თქვენი ყოველდღიურობა უარესობისკენ შეცვალონ – შეიძლება, ასი წლის წინ ამ პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტი განაჩენი ყოფილიყო, თუმცა 21-ე საუკუნე ამ კუთხით მრავალ გამოსავალს გვთავაზობს – ერთ-ერთი წარმატებული და საიმედო გამოსავალი კი ნამდვილად დუფასტონია.
კომენტარები