მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რა არის მენიერის დაავადება და როგორ უმკლავდება მას ბეტასერკი?

რა არის მენიერის დაავადება და როგორ უმკლავდება მას ბეტასერკი?

წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად ძლიერი და განმეორებადი თავბრუსხვევა, ყურებში შუილის ან ყვირილის მსგავსი ხმები რომ გაწუხებდეთ… თანაც შესაძლოა, ეს მოულოდნელი თავბრუსხვევა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდებოდეს. “უჩვეულო ხმებს“ კი ხშირად თან ერთვის წნევის ან სიმძიმის შეგრძნება.

ახლა მენიერის დაავადებაზე ვსაუბრობთ, რომელიც შიდა ყურის ქრონიკულ მდგომარეობას წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, იგი დაახლოებით 1:1000 ადამიანში გვხვდება — ანუ შედარებით იშვიათი პრობლემაა.

მენიერის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ითვლება, რომ იგი დაკავშირებულია შიდა ყურში სითხის (ენდოლიმფის) მოცულობის ან წნევის ცვლილებებთან. ამ ცოდნის საფუძველზე, მედიცინაში არსებობს პრეპარატები, რომლებიც აღნიშნული მდგომარეობის შემსუბუქებას უწყობს ხელს. სწორედ ასეთია მედიკამენტი ბეტასერკი, რომელიც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

კერძოდ, მასში შემავალი ნივთიერება ბეტაჰისტინი შიდა ყურში აფართოებს სისხლძარღვებს — შესაბამისად, ხელს უწყობს შიდა ყურის წნევის შემცირებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენიერის დაავადების სიმპტომების შემცირებაში. ასეთ სიმპტომებს შორის კი არის თავბრუსხვევა და ყურებში შუილი.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა კარგად იტანს ბეტასერკს, როგორც ბეტასერკის ანოტაცია გვეუბნება, შეიძლება რიგ შემთხვევებში არასასურველი ეფექტები გამოვლინდეს. ესენია: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, თავის ტკივილი, გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი და ანაფილაქსია — იშვიათი, მაგრამ სერიოზული რეაქცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ბეტასერკის ორსულობის დროს გამოყენებასთან დაკავშირებული კლინიკური კვლევები საკმაოდ შეზღუდულია. ამიტომაც, მისი ამ პერიოდში მიღება სასურველი არაა. შესაბამისად, ფეხმძიმობისას ბეტასერკს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუკი პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს.

რაც შეეხება ლაქტაციას, ბეტაჰისტინი (ბეტასერკის აქტიური ნივთიერება) გადადის დედის რძეში. ამან კი შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე — ამიტომაც, სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია.

ამ მიზეზით, ლაქტაციის დროს მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობითაა დასაშვები. შესაძლებელია, მედიკამენტის მიღების შემთხვევაში, ლაქტაციის შეწყვეტის აუცილებლობა დადგეს ან მედიკამენტი უფრო უსაფრთხო ალტერნატივით ჩანაცვლდეს.

კომენტარები