მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რა ქონებას ფლობს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე და მისი ოჯახი

რა ქონებას ფლობს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე და მისი ოჯახი

ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ბაღდათის მერის საკუთრებაშია თბილისში ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე 110 კვ.მ ბინა და ამავე ქუჩაზე არასაცხოვრებელი ფართი.

რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ სხვა უძრავ ქონებას, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. კერძოდ, კახა ენუქიძის ცოლს ეკუთვნის: ბინა თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე და მსუბუქი ავტომობილი.

კახა ენუქიძემ ბაღდათის მერი თანამდებობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიკავა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”, რეგიონში  მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის დამუშავებას  განაგრძობს.

კომენტარები