იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, მიწის ნაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ავტოფარეხი თბილისში და მსუბუქი ავტომობილი.
რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ სხვა უძრავ ქონებას, ის მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. კერძოდ, მამუკა ხიმშიაშვილის ცოლს ეკუთვნის: მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში.
მამუკა ხიმშიაშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას რამდენიმე თვეა იკავებს, მანამდე იყო ქუთაისის მერის მოადგილე, იქამდე კი ცაგერის მერის მოადგილე.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”, რეგიონში მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის დამუშავებას განაგრძობს.
კომენტარები