მთავარიახალი ამბებიიმერეთი

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი

იმერეთის გუბერნატორს ლევან ზალკალიანს,  რეგიონის პირველი პირის რანგში ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” მხარის პირველი პირის ქონებით დაინტერესდა.

ლევან ზალკალიანს 2024 წელის 30 მაისს, ქონებრივი დეკლარაცია  ცაგერის მერის სტატუსით აქვთ შევსებული, სადაც მითითებულია, რომ მის სახელზეა ქუთაისში  სახლი, მიწის ნაკვეთები და ავტომობილი.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”, რეგიონის მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის დამუშავებას იწყებს.

კომენტარები