წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წელს შეავსო.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ წყალტუბოს მერის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები სოფელ ბანოჯაში, მიწის ნაკვეთი სოფელ გუმბრაში, საცხოვრებელი სახლი სოფელ ბანოჯაში, მაღალი გამავლობის ავტომობილი და ასევე ფულადი თანხა 51 000 ლარი.
რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ სხვა უძრავ ქონებას, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. კერძოდ, გენადი ბალანჩივაძის ცოლს ეკუთვნის: მიწის ნაკვეთი ბანოჯაში, სახლი თბილისში, წერეთლის ქუჩაზე.
ეს ის ოფიციალური ქონებაა, რომელიც წყალტუბოს მერს ქონებრივი დეკლარაციაში აქვს მითითებული.
გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოს მერი თანამდებობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიკავა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”, რეგიონში მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის დამუშავებას განაგრძობს.
კომენტარები