მთავარიახალი ამბებიიმერეთი

რა ქონებას ფლობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მისი ოჯახი

რა ქონებას ფლობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მისი ოჯახი

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წელს შეავსო.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ჭიათურის მერის  საკუთრებაშია ბინა თბილისში, ბინა ჭიათურაში, მიწის ნაკვეთები სოფელ ჭილოვანში.

დეკლარაციაშია მითითებულია, რომ სხვა უძრავი და მოძრავი ქონება მისი ოჯახის არცერთ წევრზე არ არსებობს.

ეს ის ოფიციალური ქონებაა, რომელიც ჭიათურის მერს ქონებრივი დეკლარაციაში აქვს მითითებული.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”, რეგიონში  მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის დამუშავებას განაგრძობს.

კომენტარები