ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წელს შეავსო.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ხარაგაულის მერის საკუთრებაშია ბინა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთები სოფელ თეთრაწყაროში და დაბა ხარაგაულში, დევდარიანის ქუჩაზე. ასევე ფულადი თანხა 80 000 ლარი.
რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ სხვა უძრავ ქონებას, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. კერძოდ, კობა ლურსმანაშვილს ცოლს ეკუთვნის: ბინა თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთის 50 % კასპინის მუნიციპალიტეტში. ასევე ფულადი თანხა 10 000 დოლარი.
ეს ის ოფიციალური ქონებაა, რომელიც ხარაგაულის მერს ქონებრივი დეკლარაციაში აქვს მითითებული.
კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მერის თანამდებობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიკავა. მანამდე ის პარლამენტის წევრი და ხარაგაულის გამგებელი იყო.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”, რეგიონში მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის დამუშავებას განაგრძობს.
კომენტარები