მთავარიახალი ამბებისლაიდი

“როცა ამ შენობაში შედიან, კაბინეტებს იწესრიგებენ კომფორტულად, გარეთ ასე საინტერესოდაა საქმე”

“როცა ამ შენობაში შედიან, კაბინეტებს იწესრიგებენ კომფორტულად, გარეთ ასე საინტერესოდაა საქმე”

ქუთაისის მერიის ფასადის ფოტოებს, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი და ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა ავრცელებს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მყოფი პირველი პირები საკუთარ კაბინეტებსა და პირად კომფორტზე ზრუნავენ, გარეთ არსებული პრობლემებით კი არ ინტერესდებიან.

“პირველი, როცა ამ შენობაში შედიან, კაბინეტებს იწესრიგებენ კომფორტულად, რომ იყვნენ, სკამსაც ცვლიან წინამორბედის ტრ**ი რომ არ დახვდეს, ჰოდა, გარეთ ასე საინტერესოდაა საქმე. ყურადღება, კითხვა! ამათგან რომ ვითხოვთ საქმის კეთებას და საქმე თავიანთი კაბინეტების გარეთ არ ვრცელდება რა გგონიათ დარდობენ თქვენზე? აგერ ბატონო “საქმე” კორპორატიულ “გვირილობა 2022” ზე არაფერს ვამბობ. სიმბოლური ამბავია, თორე სასწრაფოდ გაკეთდეს და აღდგეს შენობის ფასადითქო, არ ვიძახი. მთავარია გინდოდეს ხალხისთვის საქმის კეთება და არა პარტ აქტივისტებისა და ტაშისმკვრელებისთვის.

იმედია, გამოეხმაურებიან ამ პოსტს ის ამხანაგები, რომელიც კრიტიკული კითხვების მერე მე მეკითხებიან “აბა რა მოგწონს აჩიკო ამ ქალაქში” აქვე გიპასუხებ, მიმდინარე სიტუაციებიდან არაფერი, სამწუხაროდ,”- წერს სოციალურ ქსელში აჩი გეგენავა.

 

კომენტარები