მთავარიახალი ამბებისლაიდი

რუსების მიერ მოკლული 145 ბავშვი უკრაინაში – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

რუსების მიერ მოკლული 145 ბავშვი უკრაინაში – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული 150-მდე ბავშვის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად თეატრის წინ ფეხსაცმელები მიიტანეს.

აქციის ორგანიზატორები რუსეთის იმ აგრესიას გმობენ, რომელიც უკვე მეორე თვეა, უკრაინაში მიმდინარეობს და რომელსაც უკვე 145 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები