მთავარიახალი ამბებისლაიდი

რუსმა ტურისტებმა ქუთაისში, რამდენიმე სასტუმროში მომსახურების თანხა არ გადაიხადეს

რუსმა ტურისტებმა ქუთაისში, რამდენიმე სასტუმროში მომსახურების თანხა არ გადაიხადეს

ქუთაისში, რამდენიმე სასტუმროში რუსი ეროვნების ტურისტებმა მომსახურების თანხა არ გადაიხადეს.

სოციალურ ქსელში, ჯგუფ “გიდ-ინფოში” რუსუდან სილაგაძე მათ ვინაობას ასაჯაროებს – დმიტრიი მურზანაევი და ალექსეი კაზანცევი.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მურზანაევმა და კაზანცევმა ფული არ გადაიხადეს, ისინი სასტუმროდან ძალით გაუშვეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რუსი ტურისტები ქუთაისში სხვა სასტუმროშიც ყოფილან და თანხა არც იქ გადაუხდიათ.

“მეგობრებო, სასტუმროში გვყავდა ორი რუსი ეროვნების ტურისტი, რომლებმაც ფული არ გადაიხადეს და მოგვიწია მათი ძალით გაშვება.

ზოგადად თანხას შემოსვლის დროს იხდიან, თუმცა ამათ მოითხოვეს ზედნადები და ამიტომ ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდა, რადგან წინასწარ არ ვიცოდით, რომ ორგანიზაცია იყო! ინვოისი გადავაგზავნეთ მათ გადმოცემულ მეილზე, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ უკვე პირადად გავესაუბრეთ და “აღმოჩნდა”, რომ ბუღალტერი ყავდათ საავადმყოფოში. უკვე საეჭვოდაც იქცეოდნენ, დავადებინეთ ხელწერილი, თუმცა დათქმულ დროს მაინც არ მოხდა ანგარიშსწორება.

ვასაჯაროვებ სახელებს და გვარებს, რადგანაც როგორც აღმოჩნდა ქუთაისში სხვა სასტუმროშიც ყოფილან და იქაც არ გადაიხადეს თანხა.

თაღლითები: დმიტრიი მურზანაევ, ალექსეი კაზანცევ”, – წერს რუსუდან სილაგაძე.

კომენტარები