მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საათში 4.40 ლარი: რეალობა, რომელშიც ქართველი ექთნები მუშაობენ

საათში 4.40 ლარი: რეალობა, რომელშიც ქართველი ექთნები მუშაობენ

საქართველოში ექთნის ხელფასი კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე რჩება. ამჟამად  ექთანი საათში მხოლოდ 4 ლარსა და 40 თეთრს იღებს – ეს თანხა 24-საათიან ცვლაში 105 ლარს შეადგენს.

სრულ განაკვეთზე  მომუშავე ექთნებს თვეში საშუალოდ 7-8 მორიგეობა უწევთ, დარიცხული ხელფასიდან  საპენსიო შენატანისა  და საშემოსავლოს გადასახადის  დაქვითვის  შემდეგ კი  მათი თვიური სუფთა ხელფასი 580 ლარიდან 660 ლარამდე მერყეობს.

ქვეყანაში მედიცინის სისტემა ბოლო წლებში ვითარდება, მაგრამ ექთნების შრომის ანაზღაურება ამ პროცესს  ნელი ტემპით მიყვება. მაშინ, როცა ექთნის როლი პაციენტის მკურნალობისა და მოვლის პროცესში გადამწყვეტია, მათი ფინანსური და პროფესიული მდგომარეობა ჯერ კიდევ გაუმჯობესებას საჭიროებს.

საზღვარგარეთ იგივე პროფესიაში დასაქმებულები ბევრად მეტ ანაზღაურებას იღებენ, რაც ხშირად ქართველი სპეციალისტების ემიგრაციაში წასვლის მთავარ მოტივად იქცევა.

ექთნების მოთხოვნები მარტივია – ღირსეული ხელფასი, პატივისცემა და უსაფრთხო სამუშაო გარემო. მათ გარეშე სრულყოფილი ჯანდაცვა წარმოუდგენელია.

კომენტარები