მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბა გოგლიჩიძის ვარიანტები – “იუვენტუსი”, “ატალანტა“ და “ინტერი”

საბა გოგლიჩიძის ვარიანტები – “იუვენტუსი”, “ატალანტა“ და “ინტერი”

“იუვენტუსი“ სერია A-დან გავარდნილი „ემპოლის“ სამი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. ერთ-ერთი კი საბა გოგლიჩიძეა, რომლითაც „ინტერი“ და „ატალანტაც“ დაინტერესდნენ – ინფორმაციას oldjuve ავრცელებს.

„იტალიის საფეხბურთო სეზონის ბოლოს „ემპოლი“ სერია A-დან გავარდა და ამის გამო, შესაძლოა, გუნდიდან მოთამაშეთა მასობრივი მიგრაცია მოხდეს. „ემპოლის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო დავერსი ვარაუდობს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს დაკარგავენ.

„იუვემ“ „ემპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელით ინტერესი ტიაგო მოტას მწვრთნელობის დროს გამოხატა – დიდი ხანია, ტურინელებს „ემპოლიდან“ ტინო ანჯორინი და საბა გოგლიჩიძე აინტერესებთ. ახლა მათ რადარზე „ემპოლის“ კაპიტანი არდიან ისმაილიცაა.

მოტას აზრით, ზაფხულში ანჯორინისა და გოგლიჩიძის „იუვენტუსში“ გადასვლა რეალურია. ქართველი ცენტრალური მცველი სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდა, თუ ტურინელები „ლანსიდან“ კევინ დანსოს იჯარით დამატებას ვერ მოახერხებდნენ. დანსომ „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება არ გაიარა და მის ნაცვლად „ტოტენჰემს“ შეუერთდა – იჯარით, თუმცა გამოსყიდვის ვალდებულებით.

20 წლის გოგლიჩიძის ტრანსფერით ასევე დაინტერესებულები არიან „ატალანტა“ და „ინტერი“. „ემპოლის“ სამივე მოთამაშის ტრანსფერის ღირებულება 6-დან 8 მილიონ ევრომდეა. რადგან კლუბი დაქვეითდა, გონივრული შეთავაზებების განხილვა შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსს“ შეუძლია, იაფად სამი მოთამაშე შეარჩიოს“.

კომენტარები