საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი საბა კვერკველია “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“ტორპედოს” ახალწვეულს წლების განმავლობაში, როგორც საქართველოში, ისე რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საუდის არაბეთის ლიგაში აქვს ნათამაშები.
ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით კვერკველიამ 62 მატჩი ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო ჩვენთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე.
კომენტარები