ზესტაფონში, ქვედა საქარაში, სამშენებლო საწარმო გაერთიანება “იმერეთის” ეზოში სტალინის ძეგლი წლებია, დგას.
საწარმოს ეზოში მისმა მფლობელმა წლების წინ სტალინის ბიუსტი დადგა, 2020 წელს კი დიდი ზომის ძეგლით შეცვალა.
ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პირად საკუთრებაში “ვისაც სურვილი ექნება თუ ენდომება სტალინის ძეგლს დადგამს და თუ ენდომება ლენინის”.
კანონი, რომლის მიხედვითაც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია, საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს, ხოლო 179 გადაასახლეს.
მიუხედავად ამისა, საქართველოში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა დიქტატორს “უდიდეს საამაყო კაცად” მიიჩნევენ.
კომენტარები