დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა, თუ თვეა, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას.
მან განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე თვეა, თუ მეტი არა ევროპიდან რუსეთისკენ, ყველა, ვისაც ჰქონდა ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს, დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი, საკუთარ ხალს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენ მომავალს და ჩვენი ქვეყნის მომავალს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.
კომენტარები