საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი გაგზავნილ ღია წერილს სამარცხვინოს უწოდებს.
“ეს წერილი პირველ რიგში არის სამარცხვინო, იმიტომ რომ აქ დაცული არ არის არცერთ არც პროტოკოლური, არც მეგობრული არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა და რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ, რაც ჩანს ის არის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ. აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების, იმის მიმართ, რომ პირველ რიგში ალბათ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს. ვერც “MEGOABRI აქტის” შედეგებს ვერ დაალაგებს და ცხადი არის, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის “ქართული ოცნების” წრეში და ამის გამომჟღავნება არის ეს წერილი. რომელსაც ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და ალბათ, მას დღეს ამისთვის არ სცალია და ნაკლებად სცალია, მაგრამ, ვინც წაიკითხავს ძალიან სამწუხარო არის მათთვის, რადგან ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, როცა ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება საქართველოს, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა და მოამზადა. 30 წელი ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების და ეს არის ჩვენი პასუხი და ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი.
ეს მაჩვენებელია ამ ხელისუფლების ჩამოშლის, მორალურად ჩამოშლის და პოლიტიკურად ჩამოშლის ეს არის ის, რაც უნდა დავინახოთ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
კომენტარები