მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სალომე ზურაბიშვილი – სანქციები მუშაობს, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

სალომე ზურაბიშვილი – სანქციები მუშაობს, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას სთხოვს.

საფრანგეთში გამართულ სამიტზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სანქციები მუშაობს და მოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებზე, არამედ ბიზნესწრეებზეც.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარე მოვლენებზე ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ.

“რა შეიძლება, გავაკეთოთ? ახლავე მოქმედებს სანქციები, რომლებიც შედეგს იძლევა. უნდა გადავლახოთ ის აზრი, რომ სანქციები არ მუშაობს ან ხშირად, უაზროა მათი დაწესება, რადგან ეს, ძირითადად, დიდ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთიდან და ჩინეთი, შეეხოთ. საქართველო კი პატარა ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი რესურსები არ აქვს და სჭირდება კავშირი გარე სამყაროსთან, ამიტომ სანქციები ხელისუფლების და ბიზნესწრისთვის რთულად აღსაქმელია. კარგად იციან რას ნიშნავს ეს და რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მათთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. არსებობს შიში. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ივანიშვილს, რომელიც, სავარაუდოდ, დაცულია თავისი პირადი სიმდიდრით. მან მიიღო კანონი, რომელსაც ოფშორული კანონი ჰქვია, რაც საშუალებას აძლევს ოფშორული ქვეყნებიდან აქტივების დაბრუნებას საქართველოს ტერიტორიაზე გადასადახის გადახდის გარეშე. საჭიროა სანქციები, ყურადღება და განსაკუთრებით, პოლიტიკური ხედვა. დღემდე ევროკავშირმა არც პოლიტიკურ შეხედულებაზე გამოხატა ერთიანობა და არც შექმნა ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოქმედება რუსეთის მცდელობის წინააღმდეგ, გააძლიეროს გავლენა და ხელახლა აღადგინოს. თუ ევროპასა და შავი ზღვისპირა ქვეყნებს ნამდვილად სურთ შავი ზღვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, ეს სტრატეგია აზრს დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დასავლურ ორბიტაზე არ დაბრუნდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები