წყალტუბოს “სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დამაჯერებელი გამარჯვებით შეწყვიტა – 3:0.
“26 მაისი არენაზე“ გამართული დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა. მე-12 წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა. ბათუმელებს ანგარიშის გათანაბრება 29-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ უერდი მარამ შანსით ვერ ისარგებლა – მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მისი დარტყმა მოიგერია.
ფანცულაიამ (42 წუთზე) კი შესვენებამდე მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა და დუბლი შეასრულა.
საკადრო პრობლემების მქონე ბათუმის “დინამოს“ თამაშის შემოტრიალების ძალა არ აღმოაჩნდა. „სამგურალმა“ კი მე-60 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ლუკა ხორხელმა პანენკას სტილში ძალიან ეფექტურად შეასრულა.
17 ტურის შემდეგ წყალტუბოს “სამგურალმა“ 15 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-7 ადგილზე გადავიდა, ბათუმის „დინამო“ (27) მე-5 ადგილზეა.
კომენტარები