მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს

სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს

სამოქალაქო აქტივისტის მიშიკო მუმლაძის ინფორმაციით, ის ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.

მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე არ დასწრების მიზეზად, უკვე შევსებული დარბაზი დაუსახელეს.

“საკრებულოს სხდომაზე მივედი ბიუჯეტის დამტკიცებაზე და ადგილი არაა ვერ შეგიშვებთო. ფეხზე დასადგომი ადგილიც არ გვაქვსო. ცირკია ცირკი, ცხოველების ფერმა”, – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ამტკიცებს.

კომენტარები