ზესტაფონის მოსახლეობა წლიდან წლამდე იკლებს.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 52 500 ადამიანი ცხოვრობს, გასულ წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 52 900 შეადგენდა.
2020 წელს ზესტაფონში 55 500 ადამიანი ცხოვრობდა, 20215 წელს კი, 57 600.
მოსახლეობა მცირდება ზოგადად იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში. ბოლო 13 წელიწადში იმერეთის მოსახლეობა 117 000-ით შემცირდა.
სამსახურების სიმცირე, დაბალი ანაზღაურება, შობადობის შემცირება, სიკვდილიანობის გაზრდა, უიმედობა და უპერსპექტივობა – ეს ის მიზეზებია, რის გამოც ზესტაფონელები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
კომენტარები