სამტრედიაში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.
“ინფო იმერეთს” თვითმხილველმა ადგილიდან განუცხადა, რომ შემთხვევა ტოლების თემში, სოფელ ვაზისუბანში მოხდა.
“ადგილზე ჩამოვიარე და ინკასაციის მანქანა იყო დაყაჩაღებული, ვიკითხე ფული თუ წაიღესთქო და კი წაღებულიაო. რა ხდება ეს ქვეყანაში, ან იმერეთში. სრული განუკითხაობაა”, – უთხრა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები