მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში “ჰეროინის” განთავსებისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

სამტრედიაში “ჰეროინის” განთავსებისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს“, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი“.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები