უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების კიდევ ერთი მონაწილე ბექა ბაზაძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა.
30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.
კომენტარები