იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სენიორებს შორის, სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში მერვედფინალში გერმანელი მატიას საბო 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად რუმინელ ან გერმანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
სანდრო ბაზაძე მაისში, მადრიდში სენიორებს შორის გამართულ მსოფლიო თასზე, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
კომენტარები