მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საპროტესტო აქცია კურორტ საირმეში – მოსახლეობა ტყის პრივატიზაციას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია კურორტ საირმეში – მოსახლეობა ტყის პრივატიზაციას აპროტესტებს

კურორტ საირმეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ნაწილი მონაწილეობს.

ადგილობრივები სამონადირეო მეურნეობის ფუნქციონირებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტყე ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ადამიანს.

შეგახსენებთ, რომ ტყის დიდი ნაწილი თემურ კოხოძეს გადაეცა, რასაც ადგილობრივები უკანონო გადაწყვეტილებად აფასებენ და მსგავს ნებართვას მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ტერორს უწოდებენ.

კომენტარები